2025-05-03 12:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინაში ომის საკითხზე გარღვევა ძალიან მალე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, რამდენი დრო დაუთმოს ამ საკითხს.
აღნიშნულის შესახებ რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ვფიქრობ, ვიცით, სად არის უკრაინა და სად არის რუსეთი, სად არის პუტინი ამჟამად. ისინი კვლავ შორს არიან ერთმანეთისგან. უფრო ახლოს არიან, მაგრამ მაინც შორს არიან. საჭიროა ნამდვილი გარღვევა ძალიან მალე, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიქრობ, პრეზიდენტს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, კიდევ რამდენი დრო დავუთმოთ ამას“, – განაცხადა რუბიომ.